ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალისა“ ფეხბურთელმა დანი კარვახალმა მის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.
ესპანელის განცხადებით, შესაძლოა მისი საფეხბურთო კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. მის ამ სიტყვებს ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„ეს ხანგრძლივი მოგზაურობა იყო, ჩემი საფეხბურთო კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. მე ვიმედოვნებ, რომ არა, მაგრამ რეალისტი უნდა ვიყო.“ თქვა კარვახალმა.
ცნობისთვის, 33 წლის კარვახალმა 2024 წლის ოქტომბერში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მთელი სეზონის გამოტოვება მოუწია. როგორც ირკვევა კარვახალის ეს განცხადება სწორედ ამ დაზიანებას უკავშირდება, რომლის რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა.
თავდაპირველად კარვახალი საიმედო განცხადებებს აკეთებდა, ის დარწმუნებული იყო, რომ ახალი სეზონიდან თამაშს შეძლებდა.
დანი კარვახალი მადრიდის „რეალის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო ბოლო ათწლეულში. „ლოს ბლანკოსში“ გადმოსვლის შემდეგ (2013-2014 წლების სეზონი) ესპანელმა ფეხბურთელმა 427 მატჩი ჩაატარა და ამ დროისთვის 27 ტიტულის მოგება შეძლო.