ფეხბურთი

14:57 | 19.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" "ბორმუთის" 21 წლის მარცხენა მცველს იმატებს

"ლივერპული" ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. როგორც უკვე იცით, "მერსესაიდელებმა" ჯერემი ფრიმპონგის ტრანსფერი უკვე შეათანხმა და ნიდერლანდელი ფეხბურთელი ახალი სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს.

ცნობილი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლივერპული" ახლოს არის "ბორმუთის" 21 წლის მარცხენა მცველის მილოშ კერკეზის გაფორმებასთან. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია და როგორც ირკვევა "ლივერპულში" თამაშის სურვილი თავად უნგრელ ფეხბურთელსაც აქვს.

მილოშ კერკეზი "ბორმუთის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 39 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. უნგრელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 35 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095596