გერმანიის II ბუნდესლიგა დასრულდა, შესაბამისად, გაირკვა, რომ ბუნდესლიგაში „კიოლნი“ დაბრუნდა.
„თხებმა“ ბოლო ტურში შინ „კაიზერსლაუტერნს“ 4:0 აჯობეს, 61 ქულა დააგროვეს და გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს. თავის მხრივ, „ჰამბურგი“ „ფიურტთან“ 2:3 დამარცხდა და 59 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. „კიოლნი“ და „ჰამბურგი“ მომდევნო სეზონში ბუნდესლიგაში ითამაშებენ.
მესამე ადგილზე 58 ქულით „ელვერსბერგი“ გავიდა, რომელიც ორმატჩიან პლეი-აუტში 22 და 26 მაისს, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმს“ შეხვდება. მოგებული ითამაშებს ბუნდესლიგაში, წაგებული - II ბუნდესლიგაში.