ფეხბურთი

18:38 | 19.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ფრანჩესკო ფარიოლიმ დატოვა. იტალიელმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიდერლანდების ჩემპიონის ტიტული მოულოდნელად დაკარგეს.

„აიაქსი“ სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე პსვ ეინდჰოვენს 9 ქულით უსწრებდა, მაგრამ ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა, პსვ-მ 15 და ჩემპიონიც პსვ გახდა. „აიაქსი“ კონკურენტს ქულით ჩამორჩა და დრამატულად დაკარგა პრაქტიკულად მოგებული ჩემპიონობა.

ფრანჩესკო ფარიოლი „აიაქსს“ 2024 წლის ზაფხულიდან ედგა სათავეში. მანამდე 36 წლის იტალიელი სპეციალისტი „ნიცაში“, „ალანიასპორსა“ და „კარაგუმრუკში“ მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097234