ემილიანო მარტინესმა შესაძლოა ბირმინგემის „ასტონ ვილა“ დატოვოს. არგენტინელმა მეკარემ „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა, როცა ფანებს ემშვიდობებოდა.
ესპანური გამოცემა Mundodeportivo-ს ინფორმაციით, 32 წლის არგენტინელი მეკარის შეძენით კატალონიის "ბარსელონა" დაინტერესდა, წყაროს თქმით, ახლა ყველაფერი ვოიცეხ შესნიზეა დამოკიდებული, რადგან თუ პოლონელი მეკარე წასვლას გადაწყვეტს, კლუბი ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად შეუდგება.
აქვე გეტყვით, რომ ემილიანო მარტინესის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და საუდის არაბეთის კლუბებსაც სურთ.
შეგახსენებთ, რომ მარტინესი „ასტონ ვილაში“ 2020 წლიდან თამაშობს და დღემდე 211 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.