სხვა

17:10 | 19.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მახაჩევის მენეჯერმა დივიზიონის შეცვლის მიზეზებზე ისაუბრა

ისლამ მახაჩევის მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა MMA JUNKIE-თან ისაუბრა, სადაც მისი კლიენტის დივიზიონის შეცვლის მიზეზებზე ისაუბრა, მან ასევე კომენტარი იმაზეც გააკეთა, თუ რატომ გახადა მახაჩევმა მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური.

„მსუბუქ დივიზიონში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი რატომაც შეიცვალა მახაჩევმა წონა. მერწმუნეთ ქვესაშუალო წონაში გადასვლით მახაჩევი ბედნიერია და ჯეკ დელა მადალენას დამარცხებით ორი დივიზიონის ჩემპიონი გახდება.“ „რაც შეეხება ქამრის ვაკანტურად დატოვებას, ყველაფერი ორგანიზაციის შეტყობინებით დაიწყო, სადაც ისინი გვთხოვდნენ, რომ დივიზიონს ნუ შევაფერხებდით, რადგან მათ საჩემპიონო ბრძოლის გამართვა საერთაშორისო საბრძოლო კვირაში სურდათ. შემეძლო ამის გამო ერთი ამბავი გამემართა, მაგრამ თავად მახაჩევმა ამის უფლება არ მომცა, რადგან ის სათანადოდ დააფასეს, მასთან UFC-ის წარმომადგენელი დაღესტანში ჩავიდა და ყველა დეტალი მასთან შეთანხმებით გაიარა. აქედან გამომდინარე არ ვაპირებ ამ გადაწყვეტილების შეფასებას.“ - განაცხადა ალი აბდელაზიზმა.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ზედა წონაში გადაინაცვლა, რითაც ილიასთან ჩხუბს თავი აარიდა.

ილია თოფურია მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლას ჩარლზ ოლივეირასთან 28 ივნისს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09119