ფეხბურთი

18:05 | 19.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს ბოლო ტურის განრიგი: ჩემპიონი პარასკევს გაირკვევა

Lega Calcio-მ იტალიის სერია A-ს ბოლო ტურის მატჩების განრიგი გამოაქვეყნა. შედეგად, გაირკვა, რომ ჩემპიონის ბედი, პარასკევს, 23 მაისს გადაწყდება.

„ინტერი“ და „ნაპოლი“ არა უქმეებზე, არამედ სწორედ პარასკევს, ერთმანეთის პარალელურად ითამაშებენ. საქმე ისაა, რომ „ნერაძურის“ 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს, ამიტომაც, სერია A-ს მატჩს შედარებით ადრე ჩაატარებს, რათა ფინალისთვის მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონდეს.

შაბათს ორი მატჩი გაიმართება, რომლებიც სატურნირო ცხრილში არაფერს არკვევს, ხოლო კვირას ერთმანეთის პარალელურად 6 მატჩია ჩანიშნული, რომლებზეც დამოკიდებულია ევროზონისა და გასავარდნი ზონის ბედი.

23 მაისი

„კომო“ – „ინტერი“ (22:45 საათი)

„ნაპოლი“ – „კალიარი“ (22:45)

24 მაისი

„ბოლონია“ – „ჯენოა“ (20:00)

„მილანი“ – „მონცა“ (22:45)

25 მაისი

„ატალანტა“ – „პარმა“ (22:45)

„ემპოლი“ – „ვერონა“ (22:45)

„ლაციო“ – „ლეჩე“ (22:45)

„ტორინო“ – „რომა“ (22:45)

„უდინეზე“ – „ფიორენტინა“ (22:45)

„ვენეცია“ – „იუვენტუსი“ (22:45)

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 79 ქულა აქვს, ხოლო „ინტერს“ – 78. შესაბამისად, ბოლო ტურში გაირკვევა, ვინ მოიგებს სკუდეტოს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.081538