ფეხბურთი

19:45 | 19.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "კვარას ვეტყვი, რომ თასის ფინალში საქმეს მიხედოს"
"ლიონს" თასის ფინალში პსჟ-ს გამარჯვება სჭირდება

საფრანგეთის ლიგა 1-ში სეზონი დასრულდა, მაგრამ ჯერ მაინც უცნობია, რომელ ევროტურნირზე ითამაშებს „ლიონი“ მომდევნო სეზონში - ევროპა ლიგაზე თუ კონფერენს ლიგაზე.

ეს დამოკიდებულია საფრანგეთის თასის ფინალის შედეგზე, რომელშიც 24 მაისს, „პარი სენ-ჟერმენი“ „რეიმსს“ შეხვდება. რა თქმა უნდა, პსჟ აშკარა ფავორიტია, მის სიძლიერეს თავი რომ დავანებოთ, „რეიმსია“ რთულ დღეში: მე-16 ადგილზე გავიდა, პლეი-აუტში მოხვდა და „მეცთან“ ორმატჩიანი დუელი ელოდება ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად. თანაც, სწორედ ამ ორ შეხვედრას შორის შედგება თასის ფინალი, რაც „რეიმსისთვის“ დამატებითი თავის ტკივილია.

„ლიონის“ ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ კი, ფრანგ ჟურნალისტებთან თასის ფინალზე ხუმრობით თქვა: „კვარას, ვეტყვი, რომ საქმეს მიხედოს“. ცხადია, გიორგიმ იგულისხმა, რომ კვარამ და პსჟ-მ „რეიმსი“ დაამარცხონ, რათა „ლიონი“ ევროპა ლიგაზე გავიდეს.

„ლიონმა“ 57 ქულით სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა. თასს პსჟ თუ მოიგებს, ევროპა ლიგაზე ითამაშებს, ხოლო თუ „რეიმსი“ მაშინ, „ლომებს“ კონფერენს ლიგით მოუწევთ დაკმაყოფილება.

გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით 2024-2025 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 10-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 34 მატჩი, 11 გოლი და 6 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 11 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099143