„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინმა თქვა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშს არ აპირებს, რადგან ამას აზრი არ აქვს. მაგალითად, ბელგიელს ტრავმის რისკი აშინებს:
„აზრი არ აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს, რადგან საკუთარ თავზე მე თვითონ უნდა ვიზრუნო. თუ ტრავმას მივიღებ, რა მოხდება? ამ შემთხვევაში არავინ იზრუნებს ჩემზე, ამიტომ, დიდი ალბათობით, კარიერის დასრულება მომიწევს.
მომავალი? ეს ყველა ფაქტორზეა დამოკიდებული, არ მინდა, ვინმემ ჩემზე ზეწოლა მოახდინოს“, - თქვა დე ბრუინმა.
შეგახსენებთ, რომ სულ მალე კევინ დე ბრუინი თავისუფალი აგენტი გახდება და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.