ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში „ლივერპული“ სტუმრად „ბრაიტონთან“ დამარცხდა. ეს მატჩი სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით უმნიშვნელო იყო, ამიტომაც, არნე სლოტმა შემადგენლობა გადაახალისა.
მარტო ის რად ღირს, რომ ფედერიკო კიეზა ძირითად შემადგენლობაში იყო, პირველად პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში... „წითლები“ ორჯერ იგებდნენ: ჯერ ჰარვი ელიოტმა გახსნა ანგარიში, რასაც მასპინძლებმა 32-ე წუთზე უპასუხეს, თუმცა ტაიმის ბოლოს დომინიკ შობოშლაიმ „ლივერპული“ ისე დააწინაურა.
მეორე ნახევარში „ბრაიტონმა“ ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. ჯერ კაორუ მიტომამ გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე გამარჯვების გოლი ჰინშელვუდმა გაიტანა.
„ბრაიტონი“ პრემიერლიგაში 58 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო „ლივერპულს“ 83 ქულა აქვს და უკვე დიდი ხანია, რაც ჩემპიონობა გაინაღდა.