ფეხბურთი

1:45 | 20.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ბორნმუთთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ.

„თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავალთ, ე.ი. არ ვიმსახურებთ და ევროპა ლიგაზე ვითამაშებთ. თუმცა, ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ. ეს არის ჩემი აზრი, ეს არის მთავარი მიზანი. 4 ქულა გვჭირდება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ.

ასოციაციის თასის ფინალში ნამდვილად კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა. ახლა ორი თამაში დაგვრჩა და 4 ქულა გვჭირდება, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ.

გვინდა ბოლო საშინაო მატჩი მოვიგოთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ, ეს სურს კევინსაც, სხვანაირად არ შეიძლება იყოს. დე ბრუინი მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს, ის იმსახურებს საუკეთესოდ გაცილებას თავისი საოცარი კარიერის გამო“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ და „ბორნმუთის“ მატჩი დღეს, 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092579