ფეხბურთი

10:26 | 20.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერის“ მცველმა ჟერემი ფრიმპონგმა „ლივერპულში“ გადასვლამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა

„ბაიერის“ მარჯვენა მცველი ჟერემი ფრიმპონგი ინგლისურ „ლივერპულში“ გადასვლასთან ახლოსაა, იუწყება ინსაიდერი ბენ ჯეიკობსი.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისურმა კლუბმა „ბაიერს“ 35 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდი პუნქტის შესახებ აცნობა. ხუთწლიანი კონტრაქტი თავად ფეხბურთელთან უკვე შეთანხმებულია.

24 წლის ნიდერლანდელი „მანჩესტერ სიტის“ ახალგაზრდული სისტემის აღზრდილია და „ბაიერში“ 2021 წლის იანვრიდან თამაშობს, როდესაც ის „სელტიკიდან“ 11 მილიონ ევროდ გადავიდა.

ფრიმპონგმა ამ სეზონში კლუბისა და ნაკრების რიგებში 53 მატჩში ხუთი ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096002