„ბარსელონას“ გარემარბმა ლამინ იამალმა სათამაშო ნომრის შეცვლა გადაწყვიტა . Managing Barça-ს ცნობით, 17 წლის ფეხბურთელი მომავალ სეზონში 10 ნომრით ითამაშებს.
იამალი 19 ნომერს ლეგენდარულ „ათიანზე“ შეცვლის, რომლითაც კლუბში ადრე ლიონელ მესი, რონალდინიო და დიეგო მარადონა თამაშობდნენ. ამჟამად ნომერი ანსუ ფატის ეკუთვნის.
იამალი, სავარაუდოდ, ნომერს 18 წლის შესრულების შემდეგ, 13 ივლისს მიიღებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესპანელი „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს 1 მილიარდი ევროს ოდენობის გამოსასყიდი პუნქტით.
იამალმა ამ სეზონში „ბარსელონას“ რიგებში ყველა ტურნირზე 54 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შასრულა.