ისტორია

11:52 | 20.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსომ ლუკა მოდრიჩის მადრიდის „რეალში“ დარჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ესპანელმა სპეციალისტმა ჩაბი ალონსომ, რომელიც მადრიდის „რეალს“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჩაიბარებს, ახალ კლუბში ტრანსფერების დაგეგმვა დაიწყო - წერს Marca.

პირველ რიგში, ახალ მწვრთნელს გუნდში ვარსკვლავი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის შენარჩუნება სურს. 39 წლის ხორვატის კონტრაქტი 2025 წლის ივნისში იწურება და „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მასთან ხელშეკრულება არ განეახლებინა მისი ხანდაზმული ასაკის გამო.

ამ მიზეზით, ალონსომ კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა, შეეცვალა გადაწყვეტილება და მოდრიჩისთვის ახალი ერთწლიანი კონტრაქტი შეეთავაზებინა. თავად ფეხბურთელი ოცნებობს, რომ კარიერა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაასრულოს მომავალი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.

მადრიდში დარჩენის მიზნით, ლუკა მზადაა ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს. ალონსო იმედოვნებს, რომ ხელმძღვანელობა მის აზრს მოისმენს და ცნობილ ვეტერანთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე მომავალი წლის ივნისამდე შეთანხმდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093438