ფეხბურთი

12:20 | 20.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ პრემიერლიგის ანტირეკორდი დაამყარა ქვეყნის ადრეულ ჩემპიონებს შორის

„ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩში „ბრაიტონთან“ დამარცხდა (2:3). ამგვარად, „წითლებმა“ პრემიერლიგაში ანტირეკორდი დაამყარეს იმ კლუბებს შორის, რომლებმაც ადრევე მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული. ამის შესახებ სტატისტიკურ-ანალიტიკური პორტალი Opta Sport გვამცნობს.

„ლივერპული“ გახდა პირველი გუნდი ლიგაში, რომელმაც ჩემპიონატის ნაადრევად მოგების შემდეგ ინგლისის ჩემპიონატის სამი მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო. მანამდე მერსისაიდელებმა „არსენალთან“ ფრედ ითამაშეს (2:2) და ასევე დამარცხდნენ „ჩელსისთან“ შეხვედრაში (1:3).

პრემიერლიგის ბოლო რაუნდამდე „ლივერპულს“ 83 ქულა აქვს. მეორე ადგილზე მყოფ „არსენალს“ - 71. შემდეგ შეხვედრაში არნე სლოტის გუნდი საკუთარ სტადიონზე „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს, რომელმაც ორიოდ დღის წინათ ისტორიაში პირველად ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასი მოიპოვა.

თეგებილივერპული
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.166396