ფეხბურთი

14:07 | 20.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფლორიან ვირცმა კარიერის გასაგრძელებლად კლუბი აირჩია

„ბაიერის“ შემტევმა ნახევარმცველმა, ფლორიან ვირცმა, გადაწყვიტა „ბაიერნის“ შეთავაზება მიიღოს - წერს ჟურნალისტი საშა ტავოლიერი თავის სოციალურ ქსელებში.

მოთამაშის გადაწყვეტილების შესახებ „მანჩესტერ სიტის“ აცნობეს, რომელიც ასევე იყო მისით დაინტერესებული. ახლა ინგლისური კლუბი ალტერნატიულ ვარიანტს განიხილავს - დანი ოლმოს „ბარსელონადან“ გადასაბირებლად.

ადრე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლივერპულსა“ და მადრიდის „რეალსაც“ სურდათ ვირცის დამატება.

ამ სეზონში ვირცმა ყველა ტურნირზე 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 16 ბურთი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094634