თამაშგარე

15:46 | 20.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნატალი პორტმანი შვილმა ქომაგი გახადა

რაც უფრო მეტად ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი, უფრო და უფრო იმატებს მღელვარება და ემოციები. არამხოლოდ ევროპა, თითქმის მთელი მსოფლიო ორ ნაწილადაა გაყოფილი და ორივე ამ ნაწილს სჯერა, რომ იტალიურ-ფრანგულ დაპირისპირებაში სწორედ ის გუნდი მოიგებს, რომელსაც თავად ანიჭებენ უპირატესობას.

საერთო ტენდენციას არც ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ნატალი პორტმანი ჩამორჩა. ნატალი ამბობს, რომ ფეხბურთი დიდად არ აინტესებდა, თუმცა მისი შვილი რაკი პსჟ-ის თავგადაკლული ქომაგია, მასაც სურვილი აქვს და სჯერა, რომ წელს პარიზელები მათ ისტორიაში პირველად იჩემპიონებენ და გაახარებენ არამხოლოდ ფრანგ გულშემატკივრებს.

შვილის გამოისობით ნატალი თურმე უკვე იმ დონეზეა ფეხბურთში ჩახედული, რომ ჟურნალისტებს პარიზული გუნდის ახალი ფეხბურთელების (სამწუხაროდ, საკუთრივ კვარაცხელია არ უხსენებია) განსაკუთრებულობაზე ესაუბრა და ისიც დასძინა, რომ ნანატრი თასის აღებაში სწორედ ამ ახალი მოთამაშეების იმედი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091906
სარეკლამო ადგილი - 99
X x X