ფეხბურთი

16:54 | 20.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

42 წლის პეპე რეინა კარიერას ასრულებს

ვეტერანი ესპანელი მეკარ ხოსე მანუელ (პეპე) რეინა კარიერას ასრულებს. როგორც მან თქვა, შესაფერისი მომენტია ფეხბურთიდან წასასვლელად.

42 წლის რეინა ბოლო მატჩს 23 მაისს, „ინტერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ესპანელმა მიმდინარე სეზონში „კომოში“ გაატარა, რომლის რიგებში 12 მატჩი ჩაატარა.

პეპე რეინა „ბარსელონას“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდშიც ითამაშა. შემდეგ ასევე იყო, „ვილიარეალის“, „ლივერპულის“, „ნაპოლის“, „ბაიერნის“, „მილანის“, „ასტონ ვილას“ და „ლაციოს“ მეკარე, ხოლო ესპანეთის ნაკრებში 36 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.155096