ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრე ადვილად დაძლია.
ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციის მეოთხედფინალში ნიდერლანდელ გის ბროუერს შეხვდა, რომლის დამარცხება არ გასჭირვებია.
ბასილაშვილმა მეტოქის ძლევას ზუსტად ერთი საათი მოანდომა და ორ სეტში - 6:3, 6:2 გაიმარჯვა. როგორც ხედავთ, ორივე სეტი ნიკოლოზმა საკმაოდ მშვიდად მოიგო და კვალიფიკაციის მეორე წრეში გავიდა.
ბასილაშვილი 21 მაისს რეიტინგის 234-ე ნომერ ვალენტინ ვაშეროს შეხვდება, რომელთანაც დაპირისპირებაში ფავორიტია.