ფეხბურთი

20:59 | 20.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" ქამბექი "სამგურალთან"

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტური ძალიან მაგარი მატჩით გაიხსნა, რომელშიც გორის „დილამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ 4:3 დაამარცხა.

იმერლები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. საწყის 18 წუთში გიორგი ფანცულაიამ და ლუკა ხორხელმა ორი პენალტი გაიტანეს. „დილამ“ პირველივე ტაიმში მოახერხა გათანაბრება ჟან-მარკ ტიბუესა და ოთარ ფარულავას გოლებით, ხოლო მეორე ტაიმში უკვე წინ გასვლაც შეძლო.

ჯერ არუნა უატარამ გაიტანა, ხოლო შემდეგ აბუბაკარ კონტემ სხვაობა ორამდე გაზარდა. სტუმრებმა ამ ყველაფერს ბოლოსკენ ლუკა ხორხელის დუბლით უპასუხეს და საბოლოოდ, მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

„დილა“ 32 ქულით მეორე ადგილზეა, ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, ხოლო მომდევნო ტურში 24 მაისს „კოლხეთს“ ესტუმრება. „სამგურალი“ ცუდ ფორმაშია, მხოლოდ 12 ქულა აქვს, მეცხრე ადგილზეა და წინ „დინამო ბათუმთან“ დაპირისპირება ელოდება.

დილა“ – „სამგურალი“ 4:3 (2:2)

გოლები: 0:1 ფანცულაია (6, პენ), 0:2 ხორხელი (18, პენ), 1:2 ტიბუე (42), 2:2 ფარულავა (45), 3:2 უატარა (78), 4:2 კონტე (89), 4:3 ხორხელი (90)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092785