საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში თბილისის „იბერიამ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
დაძაბული შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე ამირან ძაგანიამ გაიტანა. დარჩენილ დროში ლევან კორღალიძის გუნდმა უპირატესობა შეინარჩუნა და 3 ქულა მოიპოვა.
„იბერია“ 40 ქულით და დაუმარცხებლად ლიდერობს ეროვნულ ლიგას, „დილას“ 8 ქულით უსწრებს, ხოლო მომდევნო ტურში „გარეჯს“ შეხვდება. „დინამო თბილისი“ 26 ქულით მესამე პოზიციაზეა და წინ ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩი ელოდება.