საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ ფოთის „კოლხეთს“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობა და მიჯრით მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
„ტორპედო“ 28-ე წუთზე დაწინაურდა, ბიორნ იონსენმა პენალტი ზუსტად დაარტყა, მაგრამ ორ წუთში სტუმრებმა გიორგი მოისწრაფიშვილის გოლით გაათანაბრეს. თითქოს გუნდებს ქულები უნდა გაეყოთ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე სოლომონ კვირკველიამ პენალტი მოიპოვა, რომელიც იონსენმა გოლად აქცია, დუბლი შეასრულა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ტორპედომ“ ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო, შედეგად, 27 ქულით სამეულში შევიდა, მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ სტუმრად შეხვდება.
„კოლხეთი“ 13 ქულით მერვე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში „დილას“ დაუპირისპირდება.