ფეხბურთი

23:35 | 20.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნო ფერნანდეში: "ეს ფინალზე მეტია, გამარჯვებით სეზონს გადავარჩენთ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებმა ბრუნო ფერნანდეშმა და ჰარი მაგუაირმა ევროპა ლიგის ფინალში „ტოტენჰემთან“ მატჩამდე ისაუბრა.

როგორც მათ თქვეს, იციან, რომ პრემიერლიგაში ძალიან ცუდი შედეგი აჩვენეს, მაგრამ ახლა ტიტულის მოსაგებად ყველაფერი უნდა გააკეთონ.

ბრუნო ფერნანდეში: „ძალიან ვამაყობ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი ვარ, მაგრამ ეს ასევე დიდი პასუხისმგებლობაა. ბავშვობაში ტიტულების მოგებაზე ვოცნებობდი და „იუნაიტედში“ თასის აღმართვა საოცარი რამ იქნება. უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია წარმატებაში წვლილის ერთად შეტანა, რათა დავეხმაროთ გუნდს იმ სიტუაციიდან გამოსვლაში, რომელშიც აღმოვჩნდით. პრემიერლიგაში ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც გვინდოდა, მაგრამ ევროპა ლიგაზე შესანიშნავი სერია გვაქვს. ახლა გული და მონდომება გვჭირდება, ასეთ მატჩებში ეს ფუნდამენტურია. ყველა თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს კიდევ უფრო. შარშან მქონდა პატივი კარაბაოს თასი აღმემართა და სიამოვნებით გავაკეთებდი ამას ევროპა ლიგაზეც. ფუნდამენტური ფინალია, რადგან მხოლოდ ტიტული არ თამაშდება, არამედ ჩემპიონთა ლიგის საგზურიც და ამ ტურნირში მონაწილეობა ჩვენთვის ბევრ რამეს შეცვლის“.

ჰარი მაგუაირი: „ვიცი, რომ პრემიერლიგაში მსგავსი შედეგი მიუღებელია „იუნაიტედის“ კალიბრის გუნდისთვის და როგორც ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ პრემიერლიგაში ჩვენს პოზიციაზე. იმაზე, რაც ამ სეზონში გავაკეთეთ. ევროპა ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის უნდა გვებრძოლა“.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ტოტენჰემს“ 21 მაისს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.180725