იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში „ვირტუსმა“ „ვენეცია“ დაძაბულ ბრძოლაში 77:75 დაამარცხა და უპირატესობა გაზარდა.
ბოლონიურმა გუნდმა ბოლო პერიოდი 22:16 მოიგო, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
თორნიკე შენგელიამ 19 წუთში 6 ქულა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.
„ვირტუსი“ სერიაში 2:0 დაწინაურდა, სერიის მესამე მატჩი კი, 23 მაისს, ვენეციაში გაიმართება.