ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ბორნმუთი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
პეპ გვარდიოლას გუნდი მე-14 წუთზე ომარ მარმუშის შესანიშნავი გოლით დაწინაურდა, ხოლო ტაიმის მიწურულს ბერნარდო სილვამ სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში ორივე გუნდი მოედანზე კაცნაკლული დარჩა, ხოლო შეხვედრის ბოლოს გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ ნიკომ ანგარიში 3:0 გახადა, რასაც სტუმრებმა პრესტიჟის გოლით უპასუხეს და „სიტიმ“ 3:1 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა როდრი. ესპანელმა ნახევარმცველმა 82-ე წუთიდან ითამაშა და ეს გვარდიოლას გუნდისთვის შესანიშნავი ამბავია, არა იმდენად მიმდინარე სეზონისთვის, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც სამ კვირაში დაიწყება.
გარდა ამისა, "სიტიში" ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარა კევინ დე ბრუინმა, რომელიც კლუბს მალე დატოვებს. ბელგიელი "ეტიჰადიდან" გააცილეს.
„მანჩესტერ სიტი“ 68 ქულით მესამე ადგილზე გადავიდა, ბოლო ტურში სტუმრად „ფულჰემს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბორნმუთი“ 53 ქულით მე-11 ადგილზეა და სეზონს „ლესტერთან“ საშინაო მატჩით დაასრულებს.