„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ევროპა ლიგის ფინალში „ტოტენჰემთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, კონცენტრირებულები უნდა იყვნენ და ყველაფერი სწორად გააკეთონ:
„იმას ვაკეთებთ, რაც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ, მაგალითად მე, ისეთი კლუბიდან მოვდივარ, სადაც გადარჩენისა და ფეხბურთელების შესანარჩუნებლად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა საჭირო. აქ ასე არაა. ჩვენს კლუბს შემოსავლების გენერირება ჩემპიონთა ლიგის გარეშეც შეუძლია. ეს უზარმაზარი კლუბია, გულშემატკივრები მთელ მსოფლიოში ჰყავს, ეს დიდი ბრენდია. უბრალოდ, კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და ყველაფერი სწორად გავაკეთოთ“, - თქვა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი 21 მაისს გაიმართება.