თამაშგარე

9:28 | 21.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფინალის წინ გულდარდიანი ჰაკიმი

ვერ არის კარგი ამბავი მაროკოელი ფეხბურთელის აშრაფ ჰაკიმის თავს, რომელსაც ცოლმა, ესპანელმა მსახიობმა ხიბა აბუკმა პარიზის სასამართლოში ჯერ კიდევ შარშან უჩივლა, განქორწინება მოითხოვა და რასაკვირველია ქონების გაყოფის სურვილიც აქვს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაროკოში დადებული საქორწინო კონტრაქტი ხარვეზებიანია და ფრანგი იურისტები არკვევენ და ვერ გაურკვევიათ ცოლს რა ეკუთვნის და ქმარს რა.

„პსჟ“-ში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე და ნანატრი თასის მოგებაზე ფიქრობდეს, ლამის ყოველ კვირას დადის სასამართლოში და გულ-ჯიგარი აქვს ჩამწარებული აწუკვე ყოფილი ცოლისგან, რომელთანაც მხოლოდ 3 წლიანი არცთუ ბედნიერი ქორწინება აკავშირებს.

აქვე ჰაკიმის ნაცოლარზეც ვთქვათ ორი სიტყვა და გავიხსენოთ, რომ ქალბატონი ხიბა კია ესპანეთში გაზრდილი, მაგრამ წინაპრებით ისიც მაღრიბელია და ტუნისური წარმოშობისაა. ცნობადობა კი მას შემდეგ მოიხვეჭა, რაც ესპანურენოვან „საპნის ოპერებში“ გადაიღეს და დიასახლისების საყვარელი სერიალების გმირი შეიქმნა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.165611
სარეკლამო ადგილი - 99
X x X