NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს "ოკლაჰომა სითი" და "მინესოტა ტიმბერვულზი" ხვდებიან. სერიის პირველი მატჩი"ოკლაჰომას" არენაზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 114:88 დასრულდა.
პირველი ნახევარი "მინესოტას" უპირატესობით 48:44 დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში "ოკლაჰომამ" თამაში გამოასწორა და საბოლოო ჯამში დიდი ანგარიშით 114:88 იმარჯვა.
"ოკლაჰომას" მხრიდან საუკეთესო შეი გილჯეს-ალექსანდერი იყო, რომლის ანგარიშზეც 31 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემააა.
გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 23 მაისს გაიმართება და კვლავ "ოკლაჰომას" არენაზე გაიმართება.