ფეხბურთი

10:53 | 21.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

The Athletic-მა ტოპ ლიგების საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა

ცნობილმა გამოცემა The Athletic-მა ევროპის ტოპ 5 ლიგის 2024/2025 წლების სეზონის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდა ლამინ იამალი, რომელსაც საოცარი სეზონი ჰქონდა, ყველაზე მეტი წარმომადგენელი კი, "პარი სენ-ჟერმენს" ჰყავს.

საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე - ტიბო კურტუა (რეალი)

მცველები - ჰაკიმი (პსჟ), ბასტონი, (ინტერი), ვან დეიკი (ლივერპული), მენდეში (პსჟ).

ნახევარმცველები - ვიტინია (პსჟ), პედრი (ბარსელონა), რაისი (არსენალი).

თავდამსხმელები - დემბელე (პსჟ), სალაჰი (ლივერპული), რაფინია (ბარსელონა).

გამოცემის ვერსიით, საუკეთესო ფეხბურთელად რაფინია დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელად ლუის ენრიკე, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება ლამინ იამალს ერგო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.172478