ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის "რეალს" ბრაზილიელი როდრიგო დატოვებს, მის შემცვლელად კი "ლოს ბლანკოსი" ნიკო უილიამს დაიმატებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "რეალის" მესვეურებმა "ბილბაოს" ვარსკვლავთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და დიდია იმის შანსი, რომ ნიკო მომავალ სეზონში "რეალის" ღირსებას დაიცავს.
ცნობისთვის, ნიკო უილიამსის შეძენას გასულ ზაფხულს "ბარსელონა" ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ თანხებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ტრანსფერი არ შედგა.
ესპანელმა ფეხბურთელმა 2024/2025 წლების სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 70 მილიონი ევროა.