სხვა

12:47 | 21.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩარლზ ოლივეირა: "ილიას აუცილებლად დავაფინიშებ"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიას მეტოქე ჩარლზ ოლივეირა იქნება, რომელმაც ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ბრაზილიელი დარწმუნებულია, რომ ილიას დააფინიშებს და ქამარს დაისაკუთრებს.

"ჩემი და ილიას ბრძოლა კარგი სანახაობა იქნება, ის ძალიან კარგი მებრძოლია, თუმცა მე არავისთვის არაფერი არ მაქვს დასამტკიცებელი, რადგან ყველამ იცის, თუ რა გამიკეთებია ამ სპორტში. ქამრის მოგების დიდი შანსი მივიღე და ილიას აუცილებლად დავაფინიშებ." - განაცხადა ოლივეირამ.

ცნობისთვის, ჩარლზ ოლივეირას MMA-ს კარიერაში 35 გამარჯვება და 10 მარცხია. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა 35-დან 21-ჯერ მტკივნეული იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლა UFC 317-ზე 28 ივნისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093033