ფეხბურთი

13:31 | 21.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სიტის" სტადიონის შესასვლელთან კევინ დე ბრუინის ქანდაკება დაიდგმება

33 წლის ბელგიელი ფეხბურთელი კევინ დე ბრუინი "მანჩესტერ სიტიდან" გააცილეს, რომლისთვისაც "ეტიჰადზე" "ბორმუთთან" გამართული მატჩი ბოლო იყო "ქალაქელთა" მაისურით.

როგორც ცნობილი ხდება, ბელგიელ ფეხბურთელს პატივისცემის ნიშნად სტადიონის ერთ-ერთ შესასვლელთან ძეგლს დაუდგამენ, რაზეც კომენტარი თავად დე ბრუინმაც გააკეთა.

"ეს იმას ნიშნავს, რომ მე ყოველთვის ვიქნები ამ კლუბის ნაწილი. როდესაც აქ დავბრუნდები, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, ჩემს თავს ყოველთვის დავინახავ.მე ყოველთვის აქ ვიქნები. " - განაცხადა ბელგიელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი მანჩესტერ "სიტის" 2015 წელს შეუერთდა, მან ინგლისურ კლუბში 413 მატჩში 108 გოლი გაიტანა, 6-ჯერ მოიგო პრემიერლიგა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ინგლისის სუპერთასი, ორჯერ ასოციაციის თასი და ხუთჯერ ინგლისის ლიგის თასი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092053