ფეხბურთი

14:16 | 21.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბელინგემი მხრის ოპერაციას გაიკეთებს

მადრიდის "რეალის" ინგლისელ ფეხბურთელ ჯუდ ბელინგემს კვლავ მხრის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩს "სოსიედადის" წინააღმდეგ გამოტოვებს.

როგორც გამოცემა The Athletic-ი იტყობინება, 21 წლის ფეხბურთელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მხრის ოპერაციას გაიკეთებს, რის გამოც დაახლოებით 3 თვით უქმობა მოუწევს.

ცნობისთვის, ბელინგემმა მხრის დაზიანება 2023 წლის ნოემბერში მიიღო და მას შემდეგ ტკივილგამაყუჩებლების დახმარებით უწევს თამაში.

ჯუდ ბელინგემმა ლა ლიგის 2024/2025 წლების სეზონში 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 9 გატანილი გოლია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.165435