საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე არაერთი ევროპული კლუბის ინტერესთა სფეროშია, მათ შორის არის ტურინის "იუვენტუსი", რომელიც ქართველით სერიოზულადაა დაინტერესებული.
როგორც გამოცემა Transferfeed-ი იტყობინება, ტურინელებმა "ლიონს" მიქაუტაძეს შესახებ მიმართა და ფეხბურთელის შესახებ მათი პოზიცია გაიგეს, წყაროს ცნობით ფრანგული კლუბი ქართველის სანაცვლოდ 45 მილიონს ითხოვს.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ მიქაუტაძე ლაკაზეტის წასვლის შემდეგ ნომერ პირველი თავდამსხმელია, შესაძლოა გუნდი მაინც დატოვოს, რადგან "ლიონს" ფინანსური პრობლემები აქვს და თუკი "იუვე" ხსენებულ თანხას გადაიხდის, ფრანგები მზად არიან ქართველს შეელიონ.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე "ლიონს" გასულ ზაფხულს "მეციდან" შეუერთდა, მან 2024/2025 წლების სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 47 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.