ფეხბურთი

16:10 | 21.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრ ლაკაზეტი: "მიქაუტაძეზე გული მწყდება, ერთად უფრო ბევრი რამის გაკეთება შეგვეძლო"

"ლიონის" აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ლაკაზეტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც კომენტარი გიორგი მიქაუტაძის შესახებაც გააკეთა.

OL PLAY-ის დასმულ კითხვაზე, თუ რაზე წყდება გული, ლაკაზეტის პასუხი იყო ჟორჟი. მისი თქმით, მიქაუტაძეს და მას ერთად რომ ეთამაშათ გუნდი უფრო მეტ სარგებელს ნახავდა.

"სეზონის დაწყებამდე დაგეგმილი იყო, რომ მე და ჟორჟს ერთად უნდა გვეთამაშა, თუმცა საბოლოო ჯამში ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით. ამაზე გული ძალიან მწყდება, რადგან ვთვლი, რომ ერთად თამაშის შემთხვევაში უფრო მეტი რამის გაკეთება შეგვეძლო." - განაცხადა ლაკაზეტიმ.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე "ლიონს" გასულ ზაფხულს "მეციდან" შეუერთდა, მან 2024/2025 წლების სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 47 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება ლაკაზეტის, მან "ლიონის" მაისურით ბოლო მატჩი "ანჟერის" წინააღმდეგ ჩაატარა და თავი დუბლით გამოიჩინა. ფრანგმა ფეხბურთელმა მშობლიური კლუბის მაისურით ჯამში 201 გოლი გაიტანა.

0.088006