ფეხბურთი

18:10 | 21.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგისთვის

საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგის ოთხთა ფინალისთვის მზადებას იწყებს. მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

მათ შორისაა გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი რაიან შერკი, რომელიც პირველად გამოიძახეს. ასევე დებიუტანტია „იუვენტუსის“ მცველი პიერ კალულუ. ფრანგები მოახლოებულ მატჩებს ასეთი შემადგენლობით ჩაატარებენ:

მეკარეები: ლუკა შევალიე (ლილი), მაიკ მენიო (მილანი), ბრის სამბა (რენი)

მცველები: ლოიკ ბადე (სევილია), ლუკა დინი (ასტონ ვილა), მალო გუსტო (ჩელსი), ლუკა ერნანდესი (პარი სენ-ჟერმენი), ტეო ერნანდესი (მილანი), პიერ კალულუ (იუვენტუსი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), კლემენ ლენგლე (ატლეტიკო), ბენჟამინ პავარი (ინტერი)

ნახევარმცველები: მატეო გენდუზი (ლაციო), მანუ კონე (რომა), ადრიენ რაბიო (მარსელი), ორელინ ჩუამენი (რეალი), უორენ ზაირ-ემერი (პარი სენ-ჟერმენი)

თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა (პარი სენ-ჟერმენი), რაიან შერკი (ლიონი), უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი), დეზირე დუე (პარი სენ-ჟერმენი), რანდალ კოლო მუანი (იუვენტუსი), კილიან მბაპე (რეალი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), მარკუს ტურამი (ინტერი)

საფრანგეთის ნაკრები 5 ივნისს, ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალური წყვილია - გერმანია-პორტუგალია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097641