ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო.
მან წარმატებით ჩააბარა კოვერჩანოში გამოცდა და უკვე უეფას პრო ლიცენზიის მფლობელია.
„დღეიდან შეგიძლიათ „მისტერი“ დამიძახოთ. მადლობა ფედერაციას და ყველა იმ მასწავლებელს, ვინც ამ კურსზე ჩემთან ერთად იყო. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ეს მნიშვნელოვანი გზა ჩემთან ერთად გაიზიარა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს შვილებსა და მეუღლეს მხარდაჭერისთვის და იმ შესანიშნავი სიურპრიზისთვის, რომელიც დღეს ფლორენციაში მოიწყვეს, როდესაც ჩემი სადიპლომო ნაშრომის განხილვაზე აქ გამოცხადდნენ“, - დაწერა დელ პიერომ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ალესანდრო დელ პიერო ბოლო პერიოდში Sky Sport-სა და CBS Sports-ზე მიმომხილველად მუშაობს.