„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, იცის, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფინალი კლუბისთვის და ყველაფერს გააკეთებენ, რომ გაიმარჯვონ.
„ჩემპიონთა ლიგის ფინალი დიდებულია. პირადად ჩემთვის ეს პირველია, მინდა ამ მომენტით ვისიამოვნო. ვიცით, რას ნიშნავს, პსჟ-სთვის, რომელსაც ეს ტურნირი არასდროს მოუგია. მთელი კლუბი გამარჯვების მოლოდინშია, ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება. ფინალისთვის ჩვეულებრივ ვემზადებით. მანამდე საფრანგეთის თასის ფინალი უნდა მოვიგოთ.
როდესაც პსჟ-ს ფეხბურთელი ხარ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ არსებობს, ვიდრე ინდივიდუალური ტიტული. ამიტომ, ოქროს ბურთზე არ ვფიქრობ, საკუთარ თავზე მეტად, გუნდზე ვფიქრობ. ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ვიცით, რომ "ინტერი" ამ შემადგენლობით 4-5 წელია თამაშობს, ერთმანეთს კარგად იცნობენ, მაგრამ ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - თქვა დემბელემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ 31 მაისს დაუპირისპირდება.