ფეხბურთი

20:32 | 21.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვიტინია: " ჩემპიონთა ლიგას მხოლოდ გამოცდილი გუნდი რომ იგებდეს, გამარჯვებული თავიდანვე გვეცოდინებოდა"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ვიტინიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „ინტერი“ უფრო გამოცდილია, მაგრამ ეს გადამწყვეტი უპირატესობა არ იქნება.

„ჯერ პირველ რიგში, საფრანგეთის თასის ფინალზე ვფიქრობთ. პირადად მე, „სტად დე ფრანსზე“ პირველად ვითამაშებ. ეს ფინალი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის უკეთ მოგვამზადებს. რა თქმა უნდა, ლიგის ფინალი ჩემს კარიერაში ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. ფინალში გასასვლელად მთელი სეზონი მუშაობ, შესაბამისად, პირველ რიგში სიამოვნების მიღებას ვაპირებთ და ყველაფერს გავაკეთებთ.

არ ვფიქრობ, რომ „ინტერს“ უპირატესობა ექნება იმით, რომ ფინალში ორი წლის წინაც იყო. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, მაგრამ მაინც მოვახერხეთ აქამდე მოსვლა. ჩემპიონთა ლიგას მხოლოდ გამოცდილი გუნდი რომ იგებდეს, გამარჯვებული თავიდანვე გვეცოდინებოდა. არ მგონია, ამ მატჩში დიდი განსხვავება იყოს, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, „ინტერი“ შესანიშნავი გუნდია და რთული მატჩი იქნება“, - თქვა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ 31 მაისს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090832