ფეხბურთი

19:29 | 21.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო: "იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგას პსჟ მოიგებს"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რონალდინიომ ესპანურ Marca-სთან ინტერვიუში ლამინ იამალზე ისაუბრა.

ბრაზილიელისთვის ყველაზე მეტად ისაა დაუჯერებელი, რომ იამალი ასეთ ახალგაზრდულ ასაკში აჩვენებს უმაღლეს კლასს. რონალდინიო ასევე იმედოვნებს, რომ ჩემპიონთა ლიგას „პარი სენ-ჟერმენი“ მოიგებს.

„მესიმ და მე უკვე დავწერეთ ისტორია, ახლა იამალის ჯერია, რომ იგივე გააკეთოს. საოცარია, რაც მან აქამდე აჩვენა, ასეთი ახალგაზრდა და ასეთი ნიჭიერია. მომწონს მისნაირი ფეხბურთელების ყურება, ისინი ფეხბურთისთვის კარგები არიან. იმედი მაქვს, რომ ჩვენნაირი კარიერა ექნება.

იამალი, როგორც მე და მესი? არასდროს მომწონდა მსგავსი ტიპის შედარებები, რადგან ყველა ფეხბურთელს თამაშის თავისი სტილი აქვს. მთავარია, იამალი ხალხს სიამოვნებას და სიხარულს ანიჭებდეს, როგორც მე გავაკეთე ჩემს დროს და როგორც შემდეგ მესიმ გააკეთა. იმედი მაქვს, იამალი გააგრძელებს ისე, რაც აქამდე აჩვენა. იამალი ახლოსაა ოქროს ბურთთან, მაგრამ სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც არიან. გასაკვირია, რომ ასეთი ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე შეუძლია ისტორიის შექმნა. მას შეუძლია ოქროს ბურთი რამდენჯერმე მოიგოს.

უსამართლობაა, რომ ვინისიუსმა ოქროს ბურთი ვერ მოიგო. ის უკვე წლების განმავლობაში დომინანტია ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირებში და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გადამწყვეტ გოლებს იტანს. ის ოქროს ბურთს იმსახურებდა.

როდესაც ევროპაში გადმოვედი, პსჟ ძალიან დამეხმარა, იმედია, ფინალს მოიგებს. პსჟ-ს შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ასევე, ჩემი მეგობარია და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება, დიდი ხნის ნანატრი ჩემპიონთა ლიგის მოგებით.

ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში? მომწონს. ერთად ვმუშაობდით, კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, ფედერაციამ კარგი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ბრაზილიელს, მიხარია და იმედია, ის შესანიშნავად იმუშავებს, მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს“, - თქვა რონალდინიომ.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო პსჟ-ში 2001-2003 წლებში თამაშობდა, ხოლო „ბარსელონაში“ 2003-2008 წლებში.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092913
სარეკლამო ადგილი - 99
X x X