მილანის „ინტერის“ ფეხბურთელმა დავიდე ფრატეზიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, საკუთარ თავზე უნდა იყვნენ კონცენტრირებული და არა მეტოქის, სუსტ ან ძლიერ მხარეებზე:
„მე ვიტყოდი, რომ მათი ძლიერი მხარე მთლიანად გუნდია. პსჟ-ს ჰყავს მსოფლიო დონის მოთამაშეები, რომლებსაც წარდგენა ან სხვა რამის დამატება არ სჭირდებათ. ვფიქრობ, რომ ყურადღება საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ და არა მათ ძლიერ ან სუსტ მხარეებზე. დავამტკიცეთ, რომ ფინალი დავიმსახურეთ. მოგება არ არის გარანტირებული, მაგრამ ნებისმიერთან შეგვიძლია კონკურენცია“, - თქვა ფრატეზიმ.
კომენტარი გააკეთა „ინტერის“ კაპიტანმა ლაუტარო მარტინესმაც.
„ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ ორი დღე სახლში ტირილში გავატარე. რთული დღეები იყო, ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ატანაც კი არ შემეძლო. თუმცა, პირობების მიუხედავად, საპასუხო მატჩის გამოტოვება არ შემეძლო. მოედანზე ჩემი თანაგუნდელებისთვის უნდა ვყოფილიყავი და რაც შეიძლება სწრაფად გამოვჯანმრთელდი. ფინალის მოგება ოცნებაა, რომელიც ჩვენგან ერთი ნაბიჯით არის დაშორებული. არც კი მინდა ვიფიქრო, მოვიგებთ თუ არა, მინდა მივაღწიო იმ მიზანს, რომელიც ყველას გვსურს და რომელიც „ინტერს“ მრავალი წლის განმავლობაში აკლდა“, - აღნიშნა არგენტინელმა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ 31 მაისს დაუპირისპირდება.