ფეხბურთი

0:23 | 22.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ბიოლოგიურად მხოლოდ 28 წლისაა

„ალ-ნასრის“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ბიოლოგიურად თავის ქრონოლოგიურ ასაკზე 11 წლით უმცროსია!

კომპანია Whoop-ის ჩატარებული ანალიზისა და შეგროვებული მონაცემების თანახმად, კრიშტიანუს ბიოლოგიური ასაკი გაცილებით პატარა იქნებოდა - 28 წლის და 9 თვის. არადა, პორტუგალიელი რეალურად 40 წლისაა. ეს ყველაფერი ცხადია, მისი სპორტული ფორმის და ჯანსაღი ცხოვრების დამსახურებაა.

რონალდუმ დღეს, საუდი პროლიგაში მორიგი გოლი გაიტანა, „ალ-ხელეისთან“ მოგებულ მატჩში (2:0). მან ჯერ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ შემდეგ მეორედ დაარტყა თერთმეტმეტრიანი და ზუსტად.

რონალდუს საუდის არაბეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 24 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099229