ფეხბურთი

1:09 | 22.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემის" ნანატრი ტრიუმფი!

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ევროპა ლიგა მოიგო და სეზონი გადაარჩინა. „სან მამესზე“ გამართული ფინალი, ორივე გუნდისთვის სეზონის გადარჩენის იმედი იყო, „მანჩესტერისთვისაც“.

ორივე გუნდმა სეზონი ძალიან ცუდად ჩაატარა, პრემიერლიგაში მე-16 და მე-17 ადგილებზე არიან, მაგრამ ევროპა ლიგა ტიტულის მოგების შანსი და გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი იყო.

შანსი, რომელიც „ტოტენჰემმა“ გამოიყენა. „დეზებმა“ გაიმარჯვეს. პირველი ტაიმს მიწურულს ბრენან ჯონსონმა გაიტანა გოლი, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. მეორე ნახევარში „მანჩესტერი“ ფლობდა უპირატესობას, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ლონდონელები ერთხელ მიკი ვან დე ვენმა სასწაულებრივ იხსნა, რომელმაც ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. ბოლოს გულიელმო ვიკარიომ მოიგერია ლუკ შოუს დარტყმა და მერე თამაშიც დასრულდა.

„ტოტენჰემმა“ 2008 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო, ხოლო ევროპა ლიგაზე/უეფას თასზე ისტორიაში მესამედ იჩემპიონა, 1972 და 1984 წლების შემდეგ.

„ტოტენჰემმა“ ამ სეზონში „მანჩესტერს“ ოთხიდან ოთხი მატჩი მოუგო! მომდევნო სეზონში ლონდონური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს, გარდა ამისა, ევროპის სუპერთასისთვისაც იბრძოლებს, ჩემპიონთა ლიგის მოგებულთან (პსჟ ან „ინტერი“).

„მანჩესტერისთვის“ კი, სეზონი კოშმარული გამოდგა, უტიტულო, მომდევნო სეზონში ევროთასებზეც ვერ ითამაშებს. „წითელმა ეშმაკებმა“ ევროტურნირებზე ბოლო 7 ფინალიდან მეექვსედ განიცადეს მარცხი.

„ტოტენჰემი“ – „მანჩესტერი“ 1:0 (1:0)

ბილბაო, „სან მამესი“

„ტოტენჰემი“ (4-3-3): ვიკარიო; პორო, რომერო, ვან დე ვენი, უდოჯი (სენსი 90); სარი (გრეი 90), ბისუმა, ბენტანკური; ჯონსონი (დანსო 77), სოლანკე, რიშარლისონი (სონი 67)

მწვრთნელი: ანგე პოსტეკოღლუ

„მანჩესტერი“ (3-4-3): ონანა; იორო, მაგუაირი, შოუ; მაზრაუი (დალო 85), კაზემირო, ბრუნო ფერნანდეში, დორგუ (მეინუ 90); დიალო, ჰოილუნი (ზირკზე 71), მაუნთი (გარნაჩო (71)

მწვრთნელი: რუბენ ამორიმი

გოლი: 1:0 ჯონსონი (42)

გაფრთხილება: ვან დე ვენი (49), რიშარლისონი (58), ბისუმა (68) - დიალო (35), ზირკზე (84), მაგუაირი (88), ევანსი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (1) – 16 (6) ბურთის ფლობა: 27%-73% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093673