ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ სიმართლეა: „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები ჰონ-მინ სონი, კრისტიან რომერო და როდრიგო ბენტანკური ოქროს მედლის გარეშე დარჩნენ.
დაჯილდოების ცერემონიაზე ისინი, როგორც კაპიტანი და ვიცე-კაპიტნები, ბოლოს მივიდნენ უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინთან, მაგრამ უკვე მედლების რაოდენობა ამოწურული იყო.
ჩეფერინსაც მათი „დაჯილდოება“ ცარიელი ხელებით მოუწია და სონმაც თასი ოქროს მედლის გარეშე აღმართა.
ალბათ, უეფა შეცდომას გამოასწრებს და ფეხბურთელებს კუთვნილ მედლებს დაუმზადებს, მაგრამ დაჯილდოების ცერემონიაზე, რომ მედლები არასაკმარისი რაოდენობის იყო, ეს თავისთავად, ძალიან კურიოზული ამბავია.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემმა“ ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1:0 დაამარცხა.