ფეხბურთი

3:06 | 22.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სონი: "გიჟური განცდაა, ამ მომენტს 10 წელი ველოდი"

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელებმა ჰონ-მინ სონმა და გულიელმო ვიკარიომ ევროპა ლიგის ფინალში „მანჩესტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

ჰონ-მინ სონი: „გიჟური განცდაა, ამ მომენტს 10 წელი ველოდი. ეს ჩემი ოცნების ახდენაა, ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. აქ დავრჩი, რადგან მინდოდა ამის გაკეთება, ვცდილობდი, განსაკუთრებული რამ გამეკეთებინა, რაც სხვებმა ვერ შეძლეს. მე ეს გავაკეთე და ძალიან იმედი ვარ. იმედი მაქვს, ერთად სხვა რაღაცებსაც გავაკეთებთ. ვგრძნობდი ზეწოლას. ძალიან მინდოდა ეს. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ყოველდღე ვოცნებობდი ამ თამაშზე. ეს საბოლოოდ მოხდა და ახლა მშვიდად შემიძლია დავიძინო!“.

გულიელმო ვიკარიო: „ამ კლუბისთვის ჯადოსნური და ისტორიული ღამე იყო. ალბათ, ბევრი, როდესაც ორი წლის წინ „ტოტენჰემი“ ავირჩიე, ფიქრობდა, რომ მორიგი წარუმატებლობა გველოდა. ჩვენ ამ კლუბის ისტორია დავწერეთ. ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. ძალიან რთული მოგზაურობა იყო, ახლა უბრალოდ უნდა ვიზეიმოთ“.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემმა“ ევროპა ლიგა/უეფას თასი ისტორიაში მესამედ მოიგო, ხოლო ზოგადად ტიტული 2008 წლის შემდეგ პირველად.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094524
სარეკლამო ადგილი - 99
X x X