ფეხბურთი

11:12 | 22.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

2024/2025 წლების ევროპა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები გამოცხადდნენ. პრიზს სამი ფეხბურთელი გაიყოფს

ევროთასების მეორე უმნიშვნელოვანესი ტურნირი, 2024/2025 წლების უეფას ევროპა ლიგა, „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ გამარჯვებით დასრულდა, „დეზებმა“ ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1:0 დაამარცხეს. ამრიგად, შეჯიბრის საუკეთესო ბომბარდირებიც გამოცხადდნენ.

ევროპა ლიგის გოლების რბოლაში პირველი ადგილი 7-7 გოლით გაიყვეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ბრუნუ ფერნანდეშმა, „ბოდიო-გლიმტის“ თავდამსხმელმა კასპერ ჰეგმა და „ოლიმპიაკოსის“ თავდამსხმელმა აიუბ ელ-კააბიმ. სამივე მიიღებს ტურნირის „ოქროს ბუცს.“

შვიდმა მოთამაშემ ერთი გოლით ნაკლები გაიტანა: ბარნაბას ვარგამ („ფერენცვაროში“), ვიქტორ ოსიმენმა („გალათასარაი“), სამუელ აგეჰოვამ („პორტუ“), მალიკ ფოფანამ („ლიონი“), რასმუს ჰოილუნდმა („მანჩესტერ იუნაიტედი“), ვაცლავ ჩერნიმ („რეინჯერსი“) და იუსეფ ენ-ნესირიმ („ფენერბაჰჩე“).

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.165264