ფეხბურთი

12:16 | 22.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინომ „ტოტენჰემს“ მიმართა

„ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ყოფილმა, ამჟამად კი აშშ-ის ეროვნულ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემის“ გამარჯვებაზე ისაუბრა. ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში. ლონდონურმა კლუბმა გადამწყვეტ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1:0 დაამარცხა.

„ვულოცავ ტოტენჰემის ოჯახს“, - დაწერა პოჩეტინომ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი), სადაც თან დაურთო ფეხბურთელების ფოტო, რომლებზეც მათ მიერ მოპოვებული თასია გამოსახული.

შგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტი ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას 2014 წლიდან 2019 წლამდე იკავებდა. მისი ხელმძღვანელობით „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. „ტოტენჰემის“ ამჟამინდელი მწვრთნელი ავსტრალიელი სპეციალისტი ანგელოს პოსტეკოღლუა.

0.098105