„ტოტენჰემ ჰოთსფურის“ თავდამსხმელმა და კაპიტანმა სონ ჰიუნგ-მინმა, რომელმაც კლუბის კარიერაში პირველი ტიტული მოიგო, ევროპის თასების ისტორიაში ეროვნული მიღწევა დაამყარა. ამის შესახებ „ტოტენჰემის“ პრესსამსახურმა განაცხადა.
სონი ისტორიაში სამხრეთ კორეის პირველი წარმომადგენელი გახდა, რომელმაც ევროპის თასი კლუბის კაპიტნის რანგში ტიტული მოიპოვა.
„ისტორიის შექმნა“, - დაწერა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით „ტოტენჰემის“ პრესსამსახურმა.
შეგახსენებთ, რომ 2024/2025 წლების ევროპა ლიგის სეზონის გადამწყვეტ მატჩში „ტოტენჰემმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი უელსელმა ბრენან ჯონსონმა გაიტანა.