ინგლისურმა „ასტონ ვილამ“ ოფიციალურ ვებ-საიტზე 2025/2026 წლების სეზონის გასვლითი ფორმა წარადგინა.
„დიზაინი შავი ფერისაა და შთაგონებულია ბირმინგემის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობით, ხარების საბრძოლო არენით, სადაც დღეს „ასტონ ვილას“ ახალი მაღაზია იხსნება“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ გუნდი ახალი ფორმით პირველად ითამაშებს 2024/2025 წლების ინგლისის პრემიერლიგის სეზონის ბოლო ტურში, 25 მაისს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ.
„ასტონ ვილა“ ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში მეექვსე ადგილზეა. გუნდმა 37 მატჩში 66 ქულა დააგროვა.