ამერიკაში ხმა გავარდა, დევიდ ბექჰემი და ვიქტორია ადამს-ბექჰემი საცხოვრებლდ ევროპაში ბრუნდებიანო და იმდენმა ჟურნალისტმა აატალახა ბექჰემების კარის ზღურბლი, მართლაც რომ სუპერ-პოპულარული ოჯახი იძულებული გახდა ამ საკითხზე პრესკონფერენცია მოეწყოთ და მათი ამერიკელი ფანები დაერწმუნებინათ, რომ ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებენ.
სიმდიდრე და მდიდრული ვილები ბეჰემებს მოგეხსენებათ არ აკლიათ და ევროპის რამდენიმე ქალაქში ისეთი სახლები აქვთ, მოყვარეს რომ გაახარებს და მტერს ააცრემლებს, მაგრამ დევიდის თქმით, რაკი მათმა აწუკვე დაფრთიანებულმა შვილებმა ევროპას საბოლოოდ არჩიეს ამერიკა, დევიდი და ვიქტორიაც შვილებთან ახლოს ყოფნას ეშურებიან და ისევ იმ ქვეყანაში რჩებიან, სადაც უკანასკნელი 15 წელი იცხოვრეს.
წლების მატება და შვილების წამოზრდა ყველა ადამიანზე სათანადოდ აისახება და როგორც ჩანს ამ კუთხით გამონაკლისი არც ერთ დროს დიდი ფეხბურთელი და პოპულარული მომღერალი არიან. ყველას უნდა ქარიშხლიანი ცხოვრების მეორე და დასკვნითი ნაწილი სიმშვიდეში, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად გაატაროს.